დაკავებულებს შორის ყოფილი ძალოვნებიც არიან - ლაგუნასთან მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

მთავარმა არხმა თბილისში, ე.წ. ქურდული გარჩევისა და მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ვინაობა გაარკვია. დაკავებულებს შორის არიან ყოფილი ძალოვნები, კობა მეტრეველი რომელიც 2009- დან 2020  წლამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობდა. ასევ დაკავებულია გიორგი ქველიაშვილი და  გიორგი გელოვანი,  ასევ ცნობილი გახდა დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი ფიგურანტიც, რომელიც დაჭრილია და ამ კლინიკაი იმყოფება. 

დაპირისპირების დროს 2 ადამიანი მოკლეს.  ორივე მოკლულის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლებში გადაასვენეს. 5 დაჭრილი კი ამ დრომდე ალადაშვილის, ხეჩინაშვილსა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებშია მოთავსებული. მათი  მდგომარეობა სტაბილურია, დაპირისპირების ერთ-ერთ მოტივად ე.წ ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემას ეხება. ამ მოტივს არ ადასტურებს შსს.

საქმეზე სულ 5 პირია დაკავებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი