სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ლაგუნა ვერესთან შესაძლოა ქოლ-ცენტრების ბიზნესი ყოფილიყო.
"მთავარმა არხმა" კრიმინალური გარჩევის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაარკვია, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი მძიმედ დაიჭრა.
კრიმინალური ავტორიტეტები, მაღალჩინოსნების ნათესავები, ძალოვნები და თავად ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრები. ამ დაპირისპირებაში ძალიან ბევრი გავლენიანი კლანის წარმომადგენელი აღმოჩნდა ჩართული.
სისხლიანი ანგარიშსწორების გადაწყვეტილება, კი დიდი ალბათობით თურქეთში მცხოვრებმა ეგრეთ წოდებულმა "კანონიერმა ქურდებმა" მიიღეს და ეს კონფლიქტი, როგორც ჩანს დასრულებული არ არის . დაჭრილები საავადმყოფოში თავის ვინაობას და ჯანმრთელობის მდგომარეობას შესაძლო შურისძიების გამო მალავენ.
იხილეთ ასევე: