დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 906 ადამიანია. დღეის მონაცემებით გამოჯანმრთელებულია კიდევ სამი ადამიანი. განახლებული ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოში ამ დროისთვის სულ COVID_19-ის 906 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელდა 755 და გარდაიცვალა 14 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2.710, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 269 ადამიანი.

კორონავირუსის სტატისტიკა:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 906
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 755
  • მათ შორის გარდაცვლილი - 14
  • კარანტინის რეჟიმში - 2710
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 269
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი