ანტიპუტინურ აქციაზე დაკავებული "სირცხვილიას" აქტივისტები სასამართლომ დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

"სირცხვილიას" აქტივისტები, რომლებსაც პოლიციის საუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ედავებოდნენ, სასამართლომ დააჯარიმა. ინფორმაციას მოძრაობის წევრი სალომე ბარკერი ავრცელებს:

მოგესალმებით სასამართლო დარბაზიდან, აი რამდენიმე დღის წინ რომ მხიარული ცირკის შესახებ ვპოსტავდი, იმ ცირკის ფინალური სერია, ააანუ გადაწყვეტილებები საქმეზე, “შინაგან საქმეთა სამინისტრო - რუსკი კარაბლ იდინახუის წინააღმდეგ”:

  • ზურაბ ბერძენიშვილი - 3800₾
  • ლექსო სამხარაძე - 2600₾.
  • გური გოლიაძე - 2800₾
  • გიგა მაქარაშვილი - 1000₾
  • გიორგი მჟავანაძე - 2800₾
  • ნოდარ რუხაძე - 2800₾

მოსამართლე, რა თქმა უნდა, ბატონიიიი მანუჩაააარ ცაცუა!

გაუმაააარ ჯოს ჯოს ჯოს!,- წერს სალომე ბარკერი. 

6 აქტივისტს პოლიცია დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 7 მარტს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციას, როცა სამოქალაქო აქტივისტები უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი