სისხლიანი გარჩევა ლაგუნა-ვერესთან | "მთავარმა" სპეცოპერაციისას გადაღებული კადრები მოიპოვა

გამოქვეყნდა:

ბიზნესწილების გადანაწილება ლაგუნა ვერესთან მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების მთავარ ვერსიად რჩება. ორი მოკლული, ხუთი დაჭრილი და რამდენიმე დაკავებული არის მრავალმილიონიანი ბიზნესის გამო წარმოქმნილი დავის შედეგი. დღეს მოსამართლემ ამ სისხლისღვრაში მონაწილეების დიდი ნაწილი ციხეში გაუშვა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, რომელიც საქმის გარჩევაზე 17 თანმხლებთან ერთად მივიდა - დაკითხულიც კი არ არის.

"მთავარმა არხმა" დანაშაულის ადგილზე გადაღებული კადრები მოიპოვა და ამ კადრების მიხედვით ჩვენ დაპირისპირების დეტალების აღდგენა ვცადეთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი