მინდია ლავასოღლი თავისუფალია - კანონიერი ქურდი ბელორუსში იმყოფება

გამოქვეყნდა:

კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი თავისუფალია. იგი თურქეთის საპყრობილიდან გამოუშვეს და ამჟამად, ბელორუსში იმყოფება.

უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ბათუმში ლავასოღლის ოჯახის წევრების მიერ გამართული აქციებისა და კონსულთან შეხვედრის შემდეგ, თურქულმა მხარემ გადაწყვეტილება მიიღო და კანონიერი ქურდი ციხიდან გაათავისუფლა.

ლავასოღლის თურქეთის ტერიტორიის დასატოვებლად რამდენიმე საათი მისცეს. იმ დროს მხოლოდ ბელორუსის მიმართულებით ხორციელდებოდა რეისი და ახლა ის ბელორუსში, საემიგრაციო სამსახურში იმყოფება. თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ბელორუსი საქართველოს მხრიდან პასუხს ელოდება, რომ მოხდეს მისი ექსტრადირება.

თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ჩვენ დარწმუნებით შეგვეძლება ვთქვათ, რომ მათ არ სურთ მისი {ლავასოღლის} ქართულ საპატიმროში მიღება, - აცხადებს თამაზ ბაკურაძე.

მინდია ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით, დაახლოებით ერთი თვეა, ბათუმში აქციები იმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი