"112-ში დარეკვა მქონდა გადაწყვეტილი, გამოიქცნენ და მკერდში წიხლი ჩამარტყეს" | თავდასხმა "ქვიარის" ჟურნალისტზე

გამოქვეყნდა:

6 აპრილს, ახმეტელის მეტროს მიმდებარედ, გამოცემა "ქვიარის" ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურს თავს დაესხნენ. გამოცემის ცნობით, ჟურნალისტი ახმეტელის მეტროს მოპირდაპირე მხარეს ტაქსის გამოძახებას ცდილობდა, როდესაც უცნობი პირი წამოეწია და მისი ვარაუდით პირსინგის გამო, მას ფიზიკურად გაუსწორდა.

"ბიჭი, რომელიც პირველი გამომელაპარაკა, მეკითხებოდა, ვიღებდი თუ არა ვიდეოს. ვუთხარი, რომ ტაქსის ვიძახებდი. მან ჩემი ტელეფონის შემოწმება დაიწყო. აინტერესებდა, რომელი აპლიკაცია მქონდა გამოყენებული ბოლოს და ზუსტად ამ მომენტში, გვერდიდან სახეში მუშტი დამარტყა მეორე უცნობმა... უკვე 112-ში დარეკვა მქონდა გადაწყვეტილი, როდესაც ჩემკენ გამოიქცა და წიხლი მკერდში ჩამარტყა, რის გამოც უკან დახლებზე გადავვარდი და დავეცი", -  ამბობს ჟურნალისტი

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი