"განსაკუთრებულად გულისამაჩუყებელი იყო, როცა მოხუცებს წამლები სახლიდან მოჰქონდათ" | "მთავარი არხის" დახმარება უკრაინაში რამდენიმე საათში ჩავა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" უკრაინელი ხალხის დახმარებას აგრძელებს. ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ტელეკომპანიამ მაყურებლებთან ერთად შეაგროვა, რამდენიმე საათში უკვე უკრაინაში ჩავა. მედიკამენტების სია, რომლებიც ახლა გმირ ადამიანებს სჭირდებათ, არხს უკრაინის საელჩომ მიაწოდა. ჩვენი და ჩვენი მაყურებლის დახმარებით კი საჭირო წამლები სულ რამდენიმე დღეში შეგროვდა.

ეს არ არის ერთჯერადი დახმარება უკრაინელი ხალხისთვის, "მთავარმა არხმა" უკვე დაიწყო კიდევ ერთი ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება, ამჯერადაც მეგობარ სახელმწიფოს ტელეკომპანია ყველაზე საჭირო სამედიცინო დახმარებას შეუგროვებს და გაუგზავნის.

"ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ჩვენს მაყურებლებს, იმიტომ რომ სახლიდანაც კი მოჰქონდათ მოხუცებს წამლები. არამარტო მოხუცებს მაგრამ განსაკუთრებით გულისამაჩუყებელი იყო, როცა მოხუცებს წამლები სახლიდან მოჰქონდათ. ძირითადი რაოდენობა, ბუნებრივია, მთავარი არხის შემოწირულობა და დახმარებაა უკრაინისთვის" - ამბობს ნიკა გვარამია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი