ლილუაშვილი მედიის წინააღმდეგ - მოსამართლემ ქოლ-ცენტრების საქმეზე "მთავარი არხის" შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

გრიგოლ ლილუაშვილი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ქოლ-ცენტრების სქემასთან დაკავშირებით, სხდომა მიმდინარეობს. მომჩივანი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ლილუაშვილი "მთავარ არხს", "ფორმულასა" და დეპუტატ, ლევან ხაბეიშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

მოსამართლემ "მთავარი არხის" იურისტის შუამდგომლობა, რომელიც დამატებით მტკიცებულებების დართვას გულისხმობს არ დააკმაყოფილა. თამთა მურადაშვილი 9 აპრილს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაცემა "მთავარ აქცენტებში" გასული მასალის საქმისთვის დართვას ითხოვდა. 

ლევან ხაბეიშვილმა დააყენა შუამდგომლობა, ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია, რომელიმე კომპანიას ხომ არ აქვს ლილუაშვილთან კავშირი, თუმცა მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღესვე სხდომაზე მხარეების კითხვებს "მთავარი არხის" პროდიუსერი, თეო გილიგაშვილი უპასუხებს, რომელიც გეგმავს, ისაუბროს კომუნიკაციის იმ გართულებულ ფორმებზე, რომელიც სახელმწიფო უწყებებსა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს შორის არსებობს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი