ლილუაშვილი კრიტიკულ მედიას უჩივის | მოსამართლემ ქოლ-ცენტრების საქმეზე, "მთავარი არხის" და ლევან ხაბეიშვილის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

ლილუაშვილი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში პროცესი სამ საათს გაგრძელდა. სასამართლო მხარეების ახსნა-განმარტებებს ისმენდა. მოსამართლე ნანა შამათავამ "მთავარი არხის" შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც 9 აპრილს გასული ინტერვიუს საქმის მასალებში მტკიცებულებად დართვას ითხოვდა, რადგან ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში ქოლ-ცენტრის ყოფილი თანამშრომელი თაღლითურ სქემაზე საუბრობდა და კონკრეტული მაღალჩინოსნების, მათ შორის უფროსისა და ქალაქის მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობდა. 

მოსამართლემ არც დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს 46 ქოლცენტრში შესვლას და დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვას ეხებოდა. სასამართლო სხდომაზე "მთავარი არხის" იურისტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, გადაწყვეტილება კი წინასწარ დაწერილი, რასაც მოწმობს მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმაც. 

ლილუაშვილი კი ტელევიზიების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას და ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 1 ლარის დაკისრებას ითხოვს. პროცესი 18 აპრილს გაგრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი