"მაგ სიმართლით იარეთ, რამდენი ჩემს სახლში იარაღი იპოვეთ" | ლექსო რაფავამ სასამართლოზე ბრალდების მოწმე პოლიციელებს მიმართა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ადგილობრივი არჩევნების წინ, სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ქუთაისის სამმართველოს ის პოლიციელები გამოკითხეს, რომლებიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. პროცესზე პოლიციელები იხსენებდნენ, როგორ და სად იპოვეს ლექსო რაფავას სახლში ჩხრეკისას იარაღი და ხელყუმბარა.

თავად დაკავებულმა პოლიციელმა კი განაცხადა, რომ მართლსაწინააღმდეგო ნივთები მის სახლში პოლიციელებმა ჩადეს და ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.

"მაგ სიმართლით იარეთ თქვენ, რამდენი ჩემს სახლში თქვენ იარაღი იპოვეთ. თქვენ ჩამიდეთ ეს ყველაფერი და მე გეხვეწებოდით, ეგ არ გააკეთოთ-მეთქი"- უთხრა ლექსო რაფავამ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელებს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 21 ოქტომბერს, ხობში წინასაარჩევნოდ, სპეცოპერაციის დროს ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა დააკავეს. მას იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან.

ლექსო რაფავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსი 2010 – 2012 წლებში იყო. მანამდე ის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი