"ზალუა", "თავა" და კიდევ 7 პირი "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის გამო დავაკავეთ - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 9 პირი თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზესტაფონში დააკავეს. 

დაკავებულები არიან - 1981 წელს დაბადებული ვ. ე. მეტსახელად „თავა“ ;1980 წელს დაბადებული დ.კ., 1977 წელს დაბადებული ზ.მ. მეტსახელად „ზალუა“, 1970 წელს დაბადებული ვ.მ., 1971 წელს დაბადებული ლ.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.ც., 1973 წელს დაბადებული ლ.მ. და 1967 წელს დაბადებული გ.ბ. ასევე 1980 წელს დაბადებული ა. ჯ. კი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის.

"გამოძიებით დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს" წევრები - ა.ც., ლ.მ. და ზ.მ., ბიზნესპარტნიორებს შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, "ქურდული გარჩევის“ მოსაწყობად დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდს" - ლ.ჩ.-ს, რომელიც "ქურდულ გარჩევაში“ დისტანციურად ჩაერთო და ერთ-ერთ ბიზნესმენს - ლ.ბ.-ს, მეორე ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ, დადგენილ ვადაში 10 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

მხარეებს შორის ფინანსური დავის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრებმა რამდენჯერმე მოაწყვეს "ქურდული" გარჩევა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდი" - ი. ხ.-ც მონაწილეობდა. ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და აქტიურად განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავას", - წერია უწყების განცხადებაში.

პოლიციამ კიდევ ერთი დაკავებულის, ა.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ.

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი