თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენის მოსასმენად, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე მივიდა.
ნიკო კვარაცხელიას დედამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. მისი თქმით, ამ საქმეში გაცილებით დიდია დამნაშავეთა წრე და პასუხისგებაში ისინიც უნდა მიეცნენ.
"ახალგაზრდა მოუკლეს ქვეყანას, რომელსაც ჰქონდა არაერთი სენსაციური პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და მოკლეს ასეთი ახალგაზრდა. ჟურნალისტებმაც, ახალგაზრდებმაც და მთელმა საქართველომ უნდა გააკეთოს ის, რომ სასჯელი დადგეს, როგორიც ეკუთვნით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ასეთი მკვლელობები ჩვენს ქვეყანაში.
მოლოდინი არის, ჯგუფური დანაშაულისთვის გასამართლდებიან და მერე გადაკვალიფიცირდება შეკვეთილ მკვლელობაზე. ეჭვი ოჯახის წევრებს არავისზე არ გვაქვს. იმიტომ, რომ ნიკოს მტრები არ ჰყოლია. კამერებმა დააფიქსირა ორი მკვლელი კავილაძე და ჭელიძე. საქმეში ფიგურირებენ სხვა ახალგაზრდებიც, მე მათ სახელს არ ვასახელებ იმიტომ, რომ ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაასახელონ",- ამბობს იზა ომაძე.
ცნობისთვის, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს უნდა გამოცხადდეს.