არ დაიბანოთ ხელები ძალიან გთხოვთ - ამ სიტყვებით მიმართა ნიკო კვარაცხელიას დედამ მოსამართლეს დღევანდელ დასკვნით სხდომაზე. იზა ომაძე ამბობს, რომ მისი შვილი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. დედა გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციად, რომ მკვლელობა გოგოს გამო მოხდა - გოგო, რომელიც ვერსიად გავრცელდა, აქ ზის გოგო, რომელიც იყო ერთადერთი, ნიკოს საცოლე და მას წაართვეს მომავალი, მთელს ქვეყანას წაართვეს ნიკო - თქვა კვარაცხელიას დედამ.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. განაჩენი პარასკევს, დილის 11 საათზე გამოცხადდება.