ლუდომანი ბუღალტერი დაკავებულია - ოპოზიცია გორის მერს და აუდიტს საკრებულოში იბარებს

გამოქვეყნდა:

გორის მერიის ბუღალტერი, რომელიც აზარტული თამაშებით იყო გატაცებული, დაკავებულია. სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა ლეილა წკრიალაშვილი გასულ ღამეს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ სახლში დააკავა

გამოძიება მას სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების უკანონოდ მითვისებას ედავება. წკრიალაშვილს ჯერჯერობით 150 ათას ლარამდე თანხის მითვისება უდგინდება, თუმცა არ არის გამორიცხული თანხის რაოდენობაც გაიზარდოს და ბრალდებულ პირთა წრეც, რადგან ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ დიდი რაოდენობით ბიუჯეტის ფულს, მხოლოდ ბუღალტერი ვერ გაფლანგავდა.
ირკვევა, რომ წკრიალაშვილი, გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს თანხებს ჯერ საკუთარ ანგარიშებზე, მოგვიანებით კი ინტერნეტ-ტოტალიზატორებში რიცხავდა.
წკრიალაშვილი სამსახური თანამშრომლებს უკვე 3 დღეა არ უნახავთ. მათი ინფორმაციით, ბუღალტერმა 2 დღის წინ, ონლაინ დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლაზე.
"მთავარი არხის" ინფორმაციით კი, გორის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარია მოპარული.

ოპოზიცია ხვალინდელ საკრებულოს ხდომაზე, მომხდართან დაკავშირებით, გორის მერსა და აუდიტის სამსახურს იბარებს, რომელმაც შემოწმების მიუხედავად ვერ, ან არ იპოვა დარღვევები კულტურისა და ტურიზმის სამსახურში. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი