წარსულში ორჯერ ნასამართლევ პირს სუპერმარკეტის დაყაჩაღებისთვის 11 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული დამნაშვედ ცნო. 

უწყების ცნობით, ბრალდებული 2021 წლის 12 აგვისტოს, თბილისში "ნიკორა ტრეიდის" ერთ-ერთი ფილიალში თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-ოპერატორს და დანის მუქარით 300 ლარი გასტაცა. 

ი.ტ. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევია. პოლიციამ ის 2021 წლის 13 აგვისტოს დააკავა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ორჯერ  ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ტ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი