გიორგი შაქარაშვილს მეოთხე დღეა ეძებენ

გამოქვეყნდა:

სად და რა ვითარებაში გაუჩინარდა 19 წლის გიორგი შაქარაშვილი. დაკარგული ფეხბურთელის  საქმეზე გამოკითხვები მცხეთის პოლიციაში ცოტა ხნის წინ ისევ განახლდა. სამართალდამცველები  იმ პირებს კითხავენ, ვინც  შაქარაშვილთან ერთად 18 ივნისის ღამეს წვეულებაზე იმყოფებოდნენ, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.  

შაქარაშვილის ახლობლები და თვითმხილველები ადასტურებენ, რომ ამ შეკრებაზე დაპირისპირებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი და გიორგი შაქარაშვილი იქიდან სწორედ ამ დაპირისპირების გამო წამოვიდა. უკვე გამოკითხულები არიან ადამიანები, ვინც შეკრებას ესწრებოდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ადგილზე ორი, ერთმანეთისგან უცნობი, სპორტსმენებისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფებოდა. 

„საბურთალოს“ აკადემიის წევრს, მცხეთაში უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარსა და არაგვზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ფეხბურთელის კვალი არაგვის მიმდებარე ტერიტორიიდან იკარგება. ხიდთან აღმოჩენილია გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთა და კუთვნილი ნივთები.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. გამოძიება შსს-მ ფეხბურთელის ოჯახის მხრიდან განაცხადის მიღებისთანავე დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი