მარტყოფის მონასტრის კელიაში მამაკაცის ყელგამოჭრილი ცხედარი იპოვეს. რა გახდა სამონასტრო კომპლექსის კედლებში სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, უცნობია.
დასახიჩრებული ცხედარი დილის ლოცვის დაწყებამდე აღმოაჩინეს. გაუჩინარებულია სავარაუდო ეჭვმიტანილი, რომელიც მოკლულთან ერთად კელიაში ცხოვრობდა.
მამათა მონასტერში სასტიკი მკვლელობის დეტალებზე საუბარს ერიდებიან. სასულიერო პირები არც დანაშაულის შესაძლო ვერსიებს არ განიხილავენ.
„მთავარი არხისთვის“ კი ცნობილი გახდა, რომ მოკლულიც და სავარაუდო მკვლელიც მონასტერს ხშირად სტუმრობდნენ და ბერებთან ერთად ლოცულობდნენ.
„მთავარის“ ინფორმაციით, გარდაცვლილია 60 წლამდე ადამიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. მონასტრის წინამძღვარი მის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს და ამბობს, რომ სავარაუდო მკვლელს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
„ნახა დაჭრილი კაცი, გარდაცვლილი, დანაჩარტყმული კისერში. შემოვიდა და მითხრა, რომ ჩემს ოთახში გარდაცვლილი ადამიანია“, - ამბობს მამა ბენიამინი.