"2020 წლამდე ერთი თეთრი არ მიმითვისებია... შემდეგ რაც მოხდა, ვაღიარებ... არ შემიძლია გარეთ ჩემს შვილებს და ხალხს ვუყურო თვალებში" - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ლუდომანი ბუღალტერი, ლეილა წკრიალაშვილი საუბრობს, რომელმაც საბიუჯეტო თანხები ონლაინ ტოტალიზატორში გადარიცხა.
ცნობილია, რომ სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„ჩემი მუშაობის დაწყებიდან 2020 წლამდე ერთი თეთრი არ მიმითვისებია. ყველაფერი არის ხაზინაში და შეუძლიათ ამოწიონ. იმის შემდეგ, რაც მოხდა, ვაღიარებ... არაფერს არ ვითხოვ. ბატონო მოსამართლევ. სადაც მიმისჯით, იქ მირჩევნია. არ შემიძლია გარეთ ჩემს შვილებს და ხალხს ვუყურო თვალებში. ეს პირველი დღიდან ჩემი მოთხოვნა იყო. არანაირ მიმალვაზე არ მიფიქრია. ბატონო პროკურორო, მხოლოდ ერთ რაღაცას გთხოვთ, ძველი წლები ამოიღეთ,“ - თქვა მან პროცესზე.
შეგახსენებთ, რომ გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბუღალტერმა მერიის ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარი, აზარტულ თამაშებში გაფლანგა.