ქუთაისში სუპერმარკეტი "ფემილი" გახსნიდან მეორე დღესვე გაქურდეს. შემთხვევა ახალგაზრდობის გამზირზე, გვიან ღამით მოხდა.
მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, წაღებულია მხოლოდ სიგარეტი.
"მთავარმა არხმა" დანაშაულის ამსახველი ვიდეო კადრები მოიპოვა, სადაც ჩანს, რომ მასში სამი მოზარდი ფიგურირებს. უცნობი პირები, ქვით სუპერმარკეტის მინას ამსხვრევენ და სავაჭრო ობიექტიდან სიგარეტის რამდენიმე შეკვრა გააქვთ.
მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.