"თქვენ ხართ კლანის წევრი..." - ხაბეიშვილი მოსამართლეს და ხმაური პროცესზე, სადაც ლილუაშვილი მედიას უჩივის

გამოქვეყნდა:

სუს-ის ხელმძღვანელი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელთან დაკავშირებით საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. ლილუაშვილი "მთავარ არხს", "ფორმულასა" და დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის ცილისწამების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით უჩივის.

ხაბეიშვილმა დღეს მოსამართლეს  მიმართა და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. ის ამბობს რომ გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული და პროცესებზე დასწრებას აღარ აპირებს. 

ხაბეიშვილი დარწმუნებულია რომ მოსამართლე ნანა შამათავა კლანის წევრია და ამ შემთხვევაში ლილუაშვილის დავალებას შეასრულებს.

დღევანდელ სასამართლოზე გამოიკითხა "მთავარი არხის" პროდიუსერი თეო გილიგაშვილ, რომელმაც მოსამართლეს მიაწოდა ინფორმაცია, როგორ მუშაობდა ტელეკომპანია ე.წ. ქოლ-ცენტრების რეპორტაჟზე:

"ქოლ-ცენტრების თემაზე მუშაობა ბევრად ადრე დავიწყეთ, იმიტომ რომ ძაან დიდი დრო დაგვჭირდა, მეც პირადად დიდი დრო დამჭირდა იმაში, რომ გავრკვეულიყავი და დავრწმუნებულიყავით ნამდვილად იყო თუ არა  დანაშაულებრივი სქემა, ან საერთოდ, როგორ მუშაობდა. ამ თემის გაგრძელებისას ჩვენ დავუკავშირდით უსაფრთხოებს სამსახურს  და მივიღეთ მათგან უარი, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილისგან. რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ის არის ჩვენი ერთ ერთი ყველაზე მიუწვდომელი რესპოდენტი" თქვა თეო გილიგაშვილმა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი