წერეთელზე სავალუტო ჯიხური გაძარცვეს

გამოქვეყნდა:

თბილისში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს. შემთხვევა წერეთლის 99 ნომერში ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ დროისათვის  ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით, თავდამსხმელმა ჯიხურიდან 2 ათას ლარამდე თანხის წაღება მოახერხა.

ამ ეტაპზე არც ისაა ცნობილი ჰყავდა თუ არა თანამზრახველი თავდამსხმელს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი