19 წლის ფეხბურთელის საქმე - "ოქროს მოწმის" პირველი კომენტარი

გამოქვეყნდა:

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ოქროს მოწმე" პირველ კომენტარს აკეთებს. გუკა ამირხანაშვილი შაქარაშვილთან ერთან იმყოფებოდა აგარაკზე წვეულებაზე, სადაც დაპირისპირება მოხდა.

ამირხანაშვილის თქმით, ის და გარდაცვლილი ჩხუბის უშუალო მონაწილეები არ ყოფილან და აგარაკიდან კიდევ ერთ პირთან ერთად წამოვიდნენ ტაქსის გასაჩერებლად, რა დროსაც მათ მანქანა დაეწიათ. ფიზიკური ანგარიშსწორების თავიდან ასაცილებლად, ისინი გაიქცნენ, შაქარაშვილს კი სხვა მხარეს მოუწია გაქცევა.

ტრასაზე გადავედით, ველოდებოდით ტაქსს და მაგ დროს მოაყენეს მანქანა და პირველივეს მისცეს და გავიქეცით. მერე ეს მანქანა წავიდა. მერე მივტრიალდით ამ ბიჭის დასახმარებლად. მერე რომ გავიქეცით, შაქარა ისე სწრაფად გარბოდა, რომ ვერ დავეწიე და სხვა გზით მომიწია წასვლა. უკვე კუდზე მყავდნენ და გადავვარდი ხევში. შაქარა ჩარბოდა ჩასახვევში და კიდევ ერთი ტიპი. მანდ ვნახე, რომ ჩარბოდა. მაგის მერე არ მინახავს, - ამბობს ამირხანაშვილი.

გუკა ამირხანაშვილი მცხეთის პოლიციამ უკვე დაკითხა. გარდაცვლილი შაქარაშვილი რამდენიმე საათის წინ მდინარე არაგვის ხეობაში იპოვეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი