წყნეთში, 30 წლის კაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე უფროსი დეტექტივი დააკავეს

გამოქვეყნდა:

წყნეთში, 30 წლის კაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მეოთხე სამმართველოს უფროსი დეტექტივი დააკავეს - ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ წყნეთში 30 წლის მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი.

საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, წყნეთში, ლ.გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროს დეტექტივს ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აგრძელებს, - წერს უწყება. 

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი