სამოქალაქო ავიაცია ირანულ კომპანიასთან თანამშრომლობს, რომელიც "ჰეზბოლასთანაა" კავშირში - "ანტიკორუფციული მოძრაობა" გამოძიების დაწყებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"ანტიკორუფციული მოძრაობა" გამოძიების დაწყებას ითხოვს. საქმე ეხება "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში" არსებულ სავარაუდო კორუფციას.

ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ სააგენტო ირანულ კომპანია "მაჰან ეართან" თანამშრომლობს, რომელიც თავის მხრივ ტერორისტულ დაჯგუფება "ჰეზბოლასთან" არის კავშირში. ანტიკორუფციულ მოძრობაში ამ საქმიანობის უკან "აირზენას" დირექტორის, თამაზ გაიაშვილის შესაძლო ინტერესებს ხედავენ, რადგან სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე სწორედ მისი გავლენით მოქმედებს.

"თამაზ გაიაშვილი, როგორც ცისკარას დევი ისე არის სამოქალაქო ავიაციაში, გადაკეტილი აქვს ყველა რესურსი თავისი კადრების დახმარებით", - ამბობს ორგანიზაციის წვერი, ლაშა ფარულავა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არსებულ ინტერესთან შეუთავსებლობისა და სავარაუდო კორუფციის ფაქტის შესახებ, მათ შორის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში მყოფი ირანული ავიაკომპანიის ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების მოთხოვნით ორგანიზაცია სუს-ს ოფიციალურად დღეს მიმართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი