"შემთხვევით, ხომ არ მომკლავდით?" - შსს-სთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

შემთხვევით, ხომ არ მომკლავდით? - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია გაიმართება დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ახალგაზრდები რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებენ.

აქცია ორი დღის წინ წყნეთში, 30 წლის ზურაბ გველესიანის მკვლელობის შემდეგ დაიგეგმა.

გველესიანი დაკავების დროს მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, პოლიციელმა კი მისი შებოჭვა სცადა, ამ დროს კი მას იარაღიდან "გაუვარდა", რასაც ზურაბ გველესიანი ემსხვერპლა.

"რომ არა მხეცური ნარკოპოლიტიკა, ზურაბ გველესიანი ცოცხალი იქნებოდა", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი