სწავლა შესაძლოა ისევ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდეს - ხელისუფლება პანდემიის მეორე ტალღას აანონსებს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება ეპიდემიის ტალღას  აანონსებს. იმის მიუხედავად რომ ამ ეტაპზე ეპიდ ვითარება კონტროლს ექვემდებარება, სახელმწიფო სტრუქტურები უკვე თავს იზღვევენ და საჭიროების შემთხვევაში ოცნებისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას იტოვებენ. ერთ ერთი მთავარი არჩევნების თარიღია.

რას უნდა ველოდოთ შემოდგომაზე? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პროგნოზს არ აკეთებს, თუმცა განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დაწყებას ონლაინ რეჟიმში არ გამორიცხავს. 

სწავლის დაწყების თარიღი ამ დროისათვის ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებს მართავს და ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ონლაინ სწავლების გაგრძელებისთვისაც მზად უნდა იყვნენ.

რაც შეეხება არჩევნებს. დაავადების კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ამ დროისათვის ეპიდ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არჩევნების გადადების საჭიროება არ არსებობს, თუმცა რა იქნება ოთხი თვის მერე, პროგნოზის გაკეთება რთულია.

ოპოზიციას კი მოლოდინი აქვს, რომ პანდემიას ხელისუფლება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს.

"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ არჩევნების გადადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა საარჩევნო უბნები უსაფრთხოების მიზნით უნდა დაიყოს და თითო უბანზე 800-ზე მეტი ამომრჩეველი არ უნდა იყოს რეგისტრირებული.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი