
სისხლიანი ოპერციიდან ორი დღის შემდეგაც, მოკლული 32 წლის ახალგაზრდის ოჯახს ბევრი ვერსია აქვს, თუმცა არა კონკრეტული პასუხი, რას შეეწირა ზაზა გველესიანის სიცოცხლე. ერთადერთი ბრალდებული დეტექტივი წურწუმიაა, რომელსაც დღეს ოფიციალურად წარუდგნეს ბრალი გაუფრთხილებლად სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
პირველ განცხადებას აკეთებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომლის გაჟღერებულმა ვერსიამაც საქმის გამოძიება კიდევ უფრო ბუნდოვანი და საეჭვო გახადა.
ავტორი: საბა ბუაძე