იმუნიზაციის საბჭომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებში, კოვიდ ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა

გამოქვეყნდა:

იმუნიზაციის საბჭომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა - ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" თსსუ-ს პროფესორზე, საბჭოს ხელმძღვანელზე, ივანე ჩხაიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩხაიძის განმარტებით, იმუნიზაციის საბჭომ რეკომენდაცია გასცა, მოქალაქეებმა მეოთხე დოზა პირველი „ბუსტერიდან“ 4 თვის შემდეგ გაიკეთონ.

„იმუნიზაციის საბჭო გაიმართა, სადაც ყველა შესაბამისი სტრუქტურა მონაწილეობდა, რომელსაც ამ მხრივ რეკომენდაციების შეთავაზება შეუძლია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის რეკომენდაციები პრაქტიკულად იდენტური იყო - ჩვენ მხარს ვუჭერთ მეოთხე დოზას, მეორე „ბუსტერ დოზის“ გამოყენებას საქართველოში. განსაზღვრული გვაქვს, რა ასაკობრივ ჯგუფს უნდა შეეხოს, ეს არის 50 წელს გადაცილებული მოსახლეობა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა აუცილებელია, ვინაიდან ვაქცინაციიდან 4-5 თვის შემდეგ იმუნიტეტი მცირდება და გააქტიურება სჭირდება.

ჩვენ 4 თვიანი პერიოდი განვსაზღვრეთ. ამიტომ, ყველა ის ადამიანი, რომელიც 50 წელს გადაცილებულია და 4 თვის წინ აქვს გაკეთებული პირველი „ბუსტერ დოზა“, მათ შეუძლიათ მიმართონ ვაქცინაციის კაბინეტს, როდესაც შესაბამისი სამთავრობო დადგენილება იქნება." თქვა ჩხაიძემ.

რეკომენდაციას საკოორდინაციო საბჭოზე განიხილავენ და გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი