
"65 წლის, ოთხჯერ ნასამართლევმა კაცმა მოქალაქეს ორჯერ ესროლა" - ასე იხსენებენ თბილისში, ავტობუსში მომხდარ დაჭრას თვითმხილველები. ფაქტს სამოქალაქო აქტივისტი ანნა ქართლელიშვილი შეესწრო, რომელმაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაწერა:
საზოგადოებრივ ტრანსპორტში 65 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოქალაქეს ორჯერ ესროლა. სიტყვიერი დაპირისპირება შენიშვნის ნიადაგზე დაიწყო, როცა ახალგაზრდა ბიჭმა 65 წლის კაცს მიუთითა, რომ მისი ზურგჩანთა უხეშად ეხებოდა მცირეწლოვას.
დაპირისპირება 15-20 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც 65 წლის ოთხჯერ ნასამართლევმა (მისივე თქმით) კაცმა ორჯერ ესროლა ახალგაზრდა ბიჭს.
პოლიცია ავტობუსის გაჩერებიდან 6-7 წუთში მივიდა დანაშაულია ადგილზე, ხოლო ადამინი, რომელმაც მიზანმიმართულად ორჯერ გაისროლა მეორე ადამიანის მისამართით ადგილიდან მშვიდად და აუღელვებლად მიიმალა, - წერს ანნა ქართლელიშვილი.