
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 911 ადამიანია. დღეის მონაცემებით გამოჯანმრთელებულია კიდევ შვიდი ადამიანი. განახლებული ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
რუსთავში ახალი კორონავირუსი 84 წლის ქალს დაუდასტურდა, მანამდე კი ვირუსი მის მეუღლეს დაუდგინდა. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ქალი საკარანტინო ზონიდან ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დადგენილია ინფიცირებულის კონტაქტებიც.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ სამი ინფიცირებულიდან ორის წყარო ცნობილია, ხოლო მესამე პაციენტთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში 911 ადამიანია ინფიცირებული , აქედან გამოჯანმრთელდა 768, გარდაცვლილია სულ 14 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 255 პაციენტი, კარანტინში კი - 2662.
კორონავირუსის სტატისტიკა: