ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მომხდარ ავარიაში ორი ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან ბორდიურზე გადავიდა, საბურავი გაუსკდა და ბოძს შეეჯახა.

ავტომობილში მყოფი ორი მგზავრიდან ერთი მძიმედ, მეორე კი შედარებით მსუბუქად დაშავდა. ისინი ახალგაზრდა მამაკაცები არიან და როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამსახურის ღამის ცვლიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იმყოფებოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი