სენაკში საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხნენ. შემთხვევა გასულ ღამეს, იმ დროს მოხდა, როდესაც სამართალდამცველმა სამუშაო საათები დაასრულა და პოლიციის შენობიდან გავიდა. მომხდარი სავარაუდოდ მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.
პოლიციელი ქუთაისში მუშაობს და ის მორიგეობის შემდეგ სახლში, ჩხოროწყუში ბრუნდებოდა, რა დროსაც სენაკში 5 პირი თავს დაესხა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციელის შვილია.
სავარაუდო მიზეზი კი რამდენიმე საათით ადრე, დაზარალებული პოლიციელის მხრიდან, არასწორი პარკირებისთვის მიცემული შენიშვნა გახდა, რასად შელაპარაკება მოჰყვა. ცემის ფაქტი პოლიციელმა საკუთარი სამხრე კამერით გადაიღო.
ამ დროისათვის დაკავებულია 3 პირი. გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ემა გოგოხია