მკვლელი პოლიციელი | რა მოხდა წყნეთში და რამ შეიწირა 32 წლის კაცი

გამოქვეყნდა:

პოლიციელის იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ 32 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა, რომელსაც, თავის მხრივ, არანაირი იარაღი არ ჰქონდა და არც სამართალდამცველისთვის წარმოადგენდა რაიმე ხიფათს. წყენთში მომხდარმა მკვლელობამ კიდევ ერთელ შეგვახსენა, რამდენად დაუცველები ვართ, როცა უსამართლო სისტემას ვეჯახებით.

სისხლიანი გასროლიდან სულ რამდენიმე საათში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების ოფიციალური და სრულიად აბსურდული ვერსია გამოაცხო. მკვლელობიდან მეორე დღესვე სახელმწიფომ საქმე ისე გამოაცხადა დახურულად, რომ რაიმე საგამოძიებო მოქმედების ან ექსპერტიზის პასუხი თვალითაც არ უნახავს.

შესაძლოა, ეს მართლაც გაუფრთხილებლობა იყოს, როგორც ოფიციალური ვერსია გვაუწყებს, მაგრამ შესაძლოა ეს გაცილებით მძიმე ხარისხის დანაშაული იყოს. გზადაგზა კი, როგორც ჩანს, ყოველი შემთხვევისთვის, სისტემამ ისევ მსხვერპლის გაშავება დაიწყო და საერთოდ არ დაუსვამს მთავარი კითხვა: რატომ ამოიღო პოლიციელმა იარაღი?

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი