
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. 63 წლის ქალს, რომელიც სოფელში თბილისიდან ჩავიდა, PCR ტესტით კოვიდ 19 დაუდასტურდა. პაციენტი, ამ წუთებში თელავის რაონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ადგილობრივი შემთხვევა არ არის. ეპიდემიოლოგების თქმით, ის თბილისში, ლილოს ბაზრობაზე მუშაობდა. კლინიკას კი ტემპერატურით გუშინ მიმართა.
ეპიდემიოლოგები სოფელ ყარაჯალაშიც მუშაობენ. ისინი ვირუსის პირველწყაროსა და კონტაქტების მოძიებას ცდილობენ. ისინი ამბობენ, რომ პირველწყაროს და კონტაქტების დადგენა გართულდება, ვინაიდან ინფიცირებული ლილოს ბაზრობაზე ბევრ ადამიანს შეიძლებოდა შეხვედროდა.