რასიზმისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვების სერია გრძელდება. დღეს ლილუაშვილის უწყებამ გარდაბანში მცხოვრები სამოქალაქო აქტივიტი დაკითხა.
მოდულის შენობაში დაკითხვა უკვე დასრულდა. ადვოკატები დეტალებს არ ასაჯაროვებენ, რადგან გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი.
თუმცა, გამოკითხვის დაწყებამდე გარდაბნელმა აქტივისტმა ქანან ბაბაევმა აღნიშნა, რომ ის სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებდა პოსტებს ნარიმან ნარიმანოვთან დაკავშირებით და შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით დაიბარეს დასაკითხად.
მას შემდეგ, რაც მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გადატანასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება დაიწყო, სუს-ი ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეს იძიებს.
საქმის გამოძიება 30 მაისს დაიწყო. უკვე დაიკითხნენ მარნეულელი აქტივისტები და სასულიერო პირები. ასევე, "ქართული ოცნების" დეპუტატები თამაზ ნავერიანი და რუსლან ჰაჯიევი. ამჯერად კი ლილუაშვილის უწყებამ გარდაბნელი აქტივისტები დაიბარა.
ჯერჯერობით უცნობი რჩება, როგორ გაგრძელდება საქმის გამოძიება.