მსოფლიოში ეპიდემიის გავრცელების მასშტაბები შემაშფოთებელია - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მხოლოდ გუშინ 180,000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აუცილებელია ქვეყნებმა ეპიდემიის გავრცელებისა და პრევენციის მიზნით, ერთმანეთთან თანამრომლობა გააგრძელონ, - ამბობს გებრეიესუსი.
პრესკონფერენციის ფარგლებში ორგანიზაციის წამომადგენლებმა დექსამეტაზონით მკურნალობის დადებით შედეგებზეც ისაუბრეს და მედიკამენტის წარმოების გაფართოება დააანონსეს.