ისანში, დირსის დასახლებაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებული პირის ვინაობა ცნობილი.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, პირი, რომელიც პოლიციამ 1 ადამიანი მკვლელობისა და სამის დაჭრისთვის დააკავა, 38 წლის გრიგოლ დოჩიაა.
გარდაცვლილია გიზო საბეკია, მისი 16 წლის შვილი კი მძიმედ დაიჭრა. ასევე, დაჭრილია გიზო საბეკიას ძმა და მათი მეზობელი.
დაშავებულებს გვიან ღამით სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ და ამ დროისთვის მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო, შელაპარაკება კი როგორც ირკვევა, არასრულწლოვანის მიმართ ბულინგს მოჰყვა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოიღო. ცივ იარაღთან ერთად, თავდასხმისას გამოყენებული იყო ქვა და ხელკეტი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა, თუმცა მეორე ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.
ამავე თემაზე: