"დირსის" დასახლებაში მომხდარ სისხლიანი დაპირიპირებაში ბრალდებული დაკავებულია. გრიგოლ დოჩიას, რომლემაც საბეკიების ოჯახის ერთი წევრი მოკლა, ორი დაჭრა და მეზობელს გაუსწორდა სასტიკად, "მთავარის" ინფორმაციით, თავადაც დაჭრილია.
სისხლიანი ანგარიშწორების მიზეზი კი სკვერში დაწყებული სიტყვიერი დაპირიპირება გახდა, რომელსაც ბრალდებულის 4 მცირეწლოვანი შვილი შეესწრო. თვითმხილველების თქმით, კონფლიქტმა პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც დოჩიამ ბავშვები სახლში დატოვა და თავად შეიარაღებული დაბრუნდა კონფლიქტის ადგილზე.
ქვები, ხელკეტები და დანები - დაპირისპირებული მხარეები სასტიკად გაუსწორდნენ ერთმანეთს, დაჭრილების მდგომარეობა მძიმეა. არ არის გამორიცხული, საქმის მიმდინარეობასა დაზარალებულების სტატუსი შეიცვალოს და დამძიმდეს.