
რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე, 40 წლამდე კაცი იმ დროს დააკავეს, როდესაც სანიაღვრე ჭის ხუფის მოპარვას ცდილობდა - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია, "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულის კუთვნილი ავტომობილის საბარგულიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ჭის ხუფები.
გამოცემის ცნობით, მომხდარზე გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო.