ომი კრიმინალურ სამყაროში | ე.წ. კანონიერი ქურდების ბრძოლა პირველობისთვის

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ომის პარალელურად, არაა გამორიცხული დიდი სისხლისღვრა კრიმინალურ სამყაროშიც დაიწყოს. ე.წ. კანონიერი ქურდები წლებია ერთმანეთს პირველობისა და გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის ეცილებიან.

ამ მხრივ შაქრო კალაშოვისა და ტარიელ ონიანის კლანებს შორის ისედაც არსებობდა დაძაბულობა. მაგრამ მონტენეგროში მორიგ შეკრებაზე მომხდარი რიგითი შელაპარაკების შემდეგ გასაგები გახდა, რომ ახალი ომი დაიწყო. როგორც სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემა იუწყება, ონიანმა ერთ-ერთ ქართველ კანონიერ ქურდს ყბა მოსტეხა, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ონიანის ტიტული უარყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი