
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 914 ადამიანია. განახლებული ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი ქუთაისში. შუა ხნის მამაკაცს ლაბორატორიულ კვლევაზე უარყოფითი პასუხი ორჯერ მოუვიდა, რაც ნიშნავს, რომ იგი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ამ დროისთვის, კლინიკაში ექვსი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან ხუთი საშუალო სიმძიმისაა. ერთი პაციენტი კვლავ მძიმედ რჩება, ვინაიდან აქვს თანმხლები დაავადებები. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი, ჯამში 44-მა პაციენტმა დაამარცხა.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში 914 ადამიანია ინფიცირებული , აქედან გამოჯანმრთელდა 768, გარდაცვლილია სულ 14 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 258 პაციენტი, კარანტინში კი - 2774.
კორონავირუსის სტატისტიკა: