ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის სტატისტიკა - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება.
"ცვლილება შეეხება სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების წესსაც – ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები ყოველკვირეულად შეჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება",- აღნიშნულია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, 2 მაისიდან პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება.