
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები სამართლებრივ დავას იწყებენ.
გადაცემა "ახალი კვირის" ყოფილი წამყვანი, იმედა დარსალია და ჟურნალისტები - სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე მენეჯმენტის უკანონო გადაწყვეტილებაზე, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევასა და მათი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ. გათავისუფლებული ჟურნალისტები ამბობენ, რომ მაუწყებელი ცენზურის სიმბოლოდ იქცა.
შეგახსენებთ, რომ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გადაცემა "ახალი კვირის" წამყვანი იმედა დარსალია და ჟურნალისტები სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე არხიდან გაუშვა. თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზად ცრუ და დაუსაბუთებელი განცხადებების გავრცელება დასახელდა.
ამავე თემაზე: