თელავში მანქანა ჯერ ქალს, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელიც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა, შემდეგ კი მეხუთე კლასის მოსწავლეს.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი უმძიმესი მდგომარეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი