სასამართლომ ნოდარ მელაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და "რუსთავი 2"-ს კომპენსაციის გადახდა დააკისრა

გამოქვეყნდა:

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "რუსთავის 2-ის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება უკანონოდ ცნო. 

მელაძის თქმით, სასამართლომ ბრძანება გააუქმა და კომპანიას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ, რუსთავის 2 ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ სცნო, ბრძანება გააუქმა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა!

ორ წლიანი დავის შემდეგ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბოლო წუთამდე ჩემს მოვალეობას კეთილსინდისიერად ვასრულებდი და გათავისუფლება მოხდა გამოგონილი მიზეზით, ჰოდა ეს ბრძანება გაუქმებულია!!!

ახლა მოვემზადოთ ახალი სერიისთვის!!!" - წერს ნოდარ მელაძე.

ნოდარ მელაძის ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავდა. ორგანიზაციის იურისტის, თეო ზაქარაშვილი "პუბლიკას" ეუბნება, რომ  მოსამართლემ ტელეკომპანიას ნოდარ მელაძისთვის 80 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მისივე თქმით, განაცდურის კომპენსაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპეციალური წესით ითხოვდნენ, თუმცა ამ ნაწილში მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. იურისტი ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი