სავარაუდო მკვლელობა ასპინძაში | კლინიკაში 35 წლამდე კაცი გარდაცვლილი მიიყვანეს

გამოქვეყნდა:

ასპინძაში სავარაუდოდ მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს და წერს, რომ ასპინძის სამედიცინო დაწესებულებაში 35 წლამდე კაცი გარდაცვლილი შეიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, 35 წლამდე კაცს ყელის არეში დიდი ჭრილობა აქვს.

კლინიკაში გამოცემასთან ამბობენ: „ჩვენთან გვამი შემოიყვანეს. რა მოხდა არ ვიცი. ყელზე აქვს დიდი ჭრილობა. რამდენადაც ვიცი გამვლელმა პირებმა მოიყვანეს. არ ვიცით ვინაობა“.

გამოცემის ცნობითვე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასპინძის ცენტრში ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი