დაპირისპირება ჯანდაცვაში | სად წავიდა პანდემიისთვის გამოყოფილი მილიონები

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრმა წინამორბედის გადაწყვეტილებების რევიზია დაიწყო. ზურაბ აზარაშვილი კოვიდ პანდემიის მართვის სისწორეს ეჭვქვეშ აყენებს და მილიარდი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. მწვავე განცხადებას უკვე მოჰყვა ხისტი გადაწყვეტილებაც - სახელმწიფოს დაქვემდებარებულ კლინიკებში საკადრო წმენდა დაიწყო. ერთ-ერთია რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც აუდიტთან ერთად თანამდებობიდან სრული შემადგენლობით ადმინისტრაცია გადადგა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სწორედ სამედიცინო სკანდალს უკავშირდება პოსტიდან ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის, თენგიზ ცერცვაძის წასვლაც. ჯანდაცის სამინისტროსა და უწყებას დაქვემდებარებულ სტრუქტურებს შორის ურთიერთობა უკიდურეს ნიშნულამდეა დაძაბული. აზარაშვილის განკარგულებით, მთავარი მაკონტროლებელი გაფლანგულ მილიარდს ეძებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი