სააღდგომო მუშტიკრივი ძალოვანებს შორის. აბაშის რაიონში მოსალხენად ჩასული პოლიციის მაღალჩინოსნები საბოლოოდ ტყეში ქუჩურ გარჩევაზე აღმოჩდნენ. ჩვენ დავადგინეთ, რომ დაპირიპირების მთავარი ფიგურანტი ქუთაისის მთავარი სამმართველოს უფროსია, რომელმაც კოლეგა პოლიციელებს სცემა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გიორგი ჩორგოლაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. მინისტრის მოადგილის შალვა ბედოიძის ნათლული, წინასაარჩევნო პერიოდში დაუმორჩილებელი პოლიციელების დისკრედიტაციის კამპანიასა და მათი განეიტრალების საქმეს ხელმძღვანელობდა.
სწორედ ბედოიძის კლანის გავლენების გამო, ქუთაისში ვარაუდობენ, რომ არც დაპირისპირების საქმე გამოძიებული არ იქნება, ისევე როგორც ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც ერთ-ერთი განყოფილების უფროსს
აბაშიდან ქუთაისში დაბრუნებისას შეემთხვა.