
ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით გასულ წელს დაკავებული გიორგი გოგოტიშვილი ოზურგეთის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა.
ცნობისთვის, 21 წლის გიორგი გოგოტიშვილი გასული წლის აგვისტოში დააკავეს. მას ბრალად ნარკოტიკების შეძენა-შენახვა ედებოდა, რომელიც 8-დან 12-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.